სპორტ-ნიუსისპორტი

ბილბაო თასის ნახევარფინალშია. წყვილებს კენჭისყრა გაარკვევს

ესპანეთის თასის მეოთხედფინალში ბილბაომ საკუთარ მოედანზე მადრიდის რეალს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩის ერთადერთი გოლი ბასკური გუნდიდან 89-ე წუთზე ალეხანდრო ბერენგერმა გაიტანა. ბილბაომ ნახევარფინალურის საგზური მოიპოვა.

იქამდე,მერვედფინალურ შეხვედრაში ბასკებმა კატალონიურ ბარსელონას სძლიეს.

რაც შეეხება სამეფო კლუბს,რეალი 2014 წლიდან თასის ფინალში გასვლას ვერ ახერხებს.

ფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ: “ბილბაო”,”ბეტისი”, “ვალენსია” და “რაიო ვალეკანო”.

ნახევარფინალურ წყვილებს მოგვიანებით კენჭისყრა გამოავლენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button