რადიო “ჰერეთის” ოფისის კარი დააზიანეს

დღეს დილით, რადიო “ჰერეთის” თანამშრომლებს ლაგოდეხში, კოსტავას ქუჩა ნომერ 14-ში მდებარე ოფისის კარი დაზიანებული დახვდათ.

დაზიანებულია, როგორც რკინის კარის გარკვეული ნაწილი, ასევე კედელზე, რამდენიმე ადგილზე ლურსმანია დაჭედებული.

რადიო “ჰერეთმა” მომხდარის შესახებ უკვე აცნობა სამართალდამცავ ორგანოებს, ასევე საქმის კურსში ჩააყენა დაცვის პოლიცია, რომელიც რადიო “ჰერეთის” ოფისს იცავს.

ადგილზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ლაგოდეხის სამმართველოს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც მომხდარის შეწავლა დაიწყეს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”21618″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button