რადიო ჰერეთის ოფისთან საპატრულო ეკიპაჟია მობილიზებული

რადიო ჰერეთის თბილისის ოფისთან, რომელიც “დედა ენის ბაღში”-ა განთავსებული, საპატრულო პოლიცია დღეს დილიდანაა მობილიზებული. 

როგორც ჰერეთის კორესპონდენტებთან პატრულის თანამშრომლები აცხადებენ, მათ ჰქონდათ გამოძახება და დედაენის ბაღში ამიტომ იმყოფებიან.

რადიო ჰერეთმა ინფორმაციის გადამოწმება შინაგან საქმეთა სამინისტროში სცადა, სადაც განმარტეს, რომ მოსალოდნელია გარკვეული ჯგუფების გადაადგილება.

მათი ინფორმაციით, იგეგმება აქცია და პოლიცია იქ საზოგადოებრივ წესრიგს იცავს.

სამინისტროში არ აკონკრეტებენ რა ღონისძიებას უკავშირდება პატრულთა ეკიპაჟის მობილიზება დედაენის ბაღში.

 

[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”6117″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”0″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy” sc_id=”sc1431609402876″]

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button