მნიშვნელოვანისაქართველო

რადიო იწყება ჩვენით – რადიო თბილისი FM93.5 ხუთი წლისაა

მედიაჰოლდინგი ჰერეთის დაფუძნებული რადიო თბილისი 5 წლისაა.

რადიო თბილისმა, დედაქალაქიდან 24 საათიანი უწყვეტი მაუწყებლობა ამბიციური სლოგანით „რადიო იწყება ჩვენით“ 2015 წლის 1 სექტემბერს დაიწყო. დღვანდელი მდგომარეობით, რადიო თბილისის დაფარვის ზონაა დედაქალაქი მთლიანად, მისი შემოგარენი, ქალაქები რუსთავი და მცხეთა; ასევე, კახეთის რეგიონი: საგარეჯო, გურჯაანი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი და ლაგოდეხის სოფლები.

რადიო თბილისი მაუწყებლობს სრულიად ახალი ტექნოლოგიით, ციფრული პლატფორმებით, განსაკუთრებული ჟღერადობითა და მაღალი ხარისხით.

რადიო მსმენელს ყველა დროის საუკეთესო მუსიკასთან ერთად სთავაზობს ახალ ჰიტებს, პოპულარიზაციას უწევს ცნობილ და ახალ შემსრულებლებს, ყოველღამე, 6 საათის მანძილზე ეთერში უშვებს ექსკლუზიური ქართული ელექტრონული მუსიკის ნამუშევრებს.

რადიო თბილისის ეთერში მსმენელი ისმენს მიუკერძოებელ ახალ ამბებს მედიაჰოლდინგი ჰერეთის გაერთიანებული ნიუსრუმიდან, სადაც კიდევ 2 რადიო – ჰერეთი და ციტრუსი მუშაობს.

ეთერში გადის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ტოკ-შოუები და ბიზნესზე ორიენტირებულ გადაცემები. რადიო თბილისი აქტიურად პარტნიორობს Forbes-სთან და „ბიზნესმედია საქართველოსთან“.

წელს რადიომ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ პარტნიორობით კიდევ რამდენიმე სატელევიზიო ტოკ-შოუს ტრანსლირებაც დაიწყო.

მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკა მიქაბერიძეს თქმით, რადიო თბილისი კრიზისულ გამოწვევებს ღირსეულად დახვდა.

„ჩვენ ძალიან დაგვეხმარა რადიო თბილისის დაგეგმვაში ამერიკული გამოცდილებაც, რომელიც ჩვენმა პარტიორებმა ქრომველ ჯგუფიდან შეერთებულ შტატებში გაგვიზიარეს.

დღეს ჩვენი გაყიდვების გუნდი მთლიანად ამერიკულ გამოცდილების მიხედვით მუშაობს.

გვაქვს ყველაზე მოქნილი სარეკლამო შეთავაზებები და აქციები. ვამაყობ, რომ რადიო თბილისმა პანდემიის პირობებში შეძლო ბიზნესისათვის საუკეთესო პირობები შეეთავაზებინა. ჩვენ ვართ პირველი რადიო, რომელმაც კრიზის პირობებში სპეციალური პაკეტები შესთავაზა ქართულ ბიზნესს და ეს სწორი პოლიტიკა აღმოჩნდა“, – ამბობს ეკა მიქაბერიძე.

მედიაჰოლდინგი ჰერეთის დამფუძნებლის რამაზ სამხარაძის თქმით, მიუხედავად არაერთი პრობლემებისა და გამოწვევებისა, რადიო თბილისმა მოკლე დროში შეძლო რადიორეიტინგის ლიდერებში ადგილის დამკვიდრება და მოწინავე პოზიციებზე სტაბილურად ყოფნა.

„ხშირად ვყოფილვარ ეგრეთწოდებული მისტიური კლიენტი“ ტაქსში, სადაც რადიო თბილისი ხშირად მხვდება ჩართული. ვკითხულობ რა მოსწონთ? ერთმნიშვნელოვნად – ხარისხიანი ინფორმაცია და მუსიკა. კრიტიკული კითხვებიც მაქვს ხოლმე და ასე ვაღწევთ შედეგს. მუდმივი შრომა და რადიოს პულსზე ხელი, ესაა ჩვენი წარმატების საიდუმლო.

მიხარია, რომ მოკლე დროში მივაღწიეთ და მსმენელებისთვის რადიო მართლაც იწყება ჩვენით“, – ამბობს სამხარაძე.

ჰერეთი დღეს 4 რადიოსადგურით მაუწყებლობს: რადიო ჰერეთი FM102.8 (კახეთი), რადიო თბილისი FM93.5 (დედაქალაქი), რადიო ციტრუსი FM97.3 (ბათუმი) და ინტერნეტრადიო RelaxWebRadio.

მსგავსი პოსტები

Back to top button