მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

რადიო “მაესტროს” ინკასო დაადეს

რადიო “მაესტრო” შექმნილი მძიმე ფინანსური პრობლემების გამო დახმარებას ითხოვს.

როგორც რადიო “მაესტროს” დამფუძნებელი მამუკა ღლონტი აცხადებს, კოვიდ-19-ის პანდემიად გამოცხადებისთანავე, ყველა მედიაში მნიშვნელოვნად მოიკლო რეკლამამ, ხარჯებმა კი, – არა. თუმცა, მიუხედავად დიდი საფრთხისა, რადიო “მაესტროს” ჟურნალისტები ყოველდღიურად მუშაობას განაგრძობენ.

“შემოსავლის უქონლობის გამო, თანამშრომლებს ხელფასები ფაქტობრივად აღარ აქვთ. მენეჯმენტი რამდენიმე თვეა ხელფასს საერთოდ არ იღებს. სწორედ ამ უბედურების დროს, როცა ჩვენი რადიოს საარსებო სახსრები განულებულია, მაშინ, როცა ანძების, არენდის, ელექტრო ენერგიის და საწვავის თანხას ძლივს ვაგროვებთ, ჩვენმა ხელისუფლებამ 3000 ლარის გამო დაგვადო ინკასო! ეს ნიშნავს, რომ უსახსრობის გამო მედია გაჩერდება, უამრავი ადამიანი ვეღარ მიიღებს დაბალანსებულ და სანდო ინფორმაციას”, – წერს მამუკა ღლონტი.

ის მსმენელებს მოუწოდებს, რადიო “მაესტროს” შენარჩუნებაში დაეხმარონ.

მსგავსი პოსტები

Back to top button