მნიშვნელოვანიმოზაიკასაქართველო

რადიო თბილისი 3 წლისაა

რადიო თბილისი FM93.5 სამი წლისაა.

თბილისმა მაუწყებლობა 2015 წლის 1 სექტემბერს დაიწყო და 24 საათი უწყვეტ მაუწყებლობას სთავაზობს მსმენელს.

“რადიო იწყება ჩვენით”, “ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე”, “განწყობა იქმნება აქ”, “შენი მუსიკის ტალღა” “შენი ინფორმაციის ტალღა” – ეს რადიოს სლოგანებია…

გაერთიანებული ახალი ამბები რადიო ჰერეთთან ერთად, ბიზნეს გადაცემები, ინოვაციური ვიქტორინები, მრავალფეროვანი მუსიკა, მოკლე რუბრიკები,ოქროს,ახალი ჰიტების, კლასიკური, რელაქს და ელექტრონული მუსიკის ნაზავი,ახალი ქართული სიმღერები.

რადიო საშუალო და მაღალ სეგმენტზეა ორიენტირებული, გამოირჩევა განსხვავებული, საუკეთესო ჟღერადობით.

რადიო “თბილისის” დაფარვის არეალი ტალღაზე FM 93.5 მოიცავს სრულიად თბილისსა და მის შემოგარენს. ქალაქებს რუსთავსა და მცხეთას, კახეთის რეგიონს: საგარეჯოს, გურჯაანის,დედოფლისწყაროს რაიონის და ლაგოდეხის რიგ სოფლებს.

რადიო “თბილისის” FM93.5 მოსმენა შესაძლებელია ასევე ინტერნეტში.

ასევე სმარტფონ ტექნოლოგიაზე-ანდტოიდზე.

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის რადიოსადგურმა 8 წლიანი ბრძოლის შემდეგ, 2015 წლის 16 ივლისს, ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზია მოიპოვა ტალღაზე FM93.5 და მაუწყებლობა 2015 წლის 1 სექტემბერს გაუშვა.

“მიუხედავად მწირი ფინანსების, მაღალი კონკურენციის, არაერთი რეიტინგის გაყალბების, ჩვენ 3 წელში მოვახდინეთ გარდამტეხი ცვლილებები FM-ზე. დღეს თბილისში ყოველ მესამე ავტომობილში რადიო თბილისია ჩართული. რადიო თბილისი მზარდად განვითარებადი რადიოა და მიხარია, რომ წლის ბოლოდან ბევრ ახალ სიახლეს ვგეგმავთ.” – ამბობს რამაზ სამხარაძე, სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის დამფუძნებელი.

მისი თქმით 2019 წლიდან იგეგმება რადიო ბათუმის გაშვებაც აჭარაში.

“პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესი მოვიგეთ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან, რომელიც კომისიის თავმჯდომარემ კახი ბექაურმა გაასაჩივრა სააპელაციოში. მასაც აუცილებლად მოვიგებთ, რადგან კანონი ჩვენს მხარესაა” – აცხადებს სამხარაძე, რომელიც ამბობს, რომ კომისიამ დამოუკიდებელ მედიას ხელოვნურად შეუქმნა პრობლემები.

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის დაფარვის არეალში 3 მილიონამდე პოტენციური მსმენელია.

გილოცავთ რადიო თბილისის ერთგულ მსმენელს რადიოს იუბილეს!

რადიო იწყება ჩვენით.

მსგავსი პოსტები

Back to top button