რადიო თბილისი ახალ რადიოკვლევებს უნდობლობას უცხადებს

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი (რადიო თბილისი FM93.5, რადიო ჰერეთიFM 102.8) „სილიკონ ველი თბილისისა“ და “ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის” მიერ გამოქვეყნებულ რადიოკვლევებს უნდობლობას უცხადებს.

რამაზ სამხარაძე, სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის დამფუძნებელი, რომელიც ამავდროულად “საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელის” თავმჯდომარეცაა, მოუწოდებს კვლევის ავტორებს, გამოაქვეყნონ კონკრეტული მეთოდოლოგია თუ რა პრინციპით ჩატარდა კვლევა და რატომ ლიდერობს ერთი კონკრეტული ჰოლდინგის სადგურები აღნიშნულ კვლევაში.

რამაზ სამხარაძე მიმართავს ანტიმონოპოლიურ სამსახურს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას დაინტერესდნენ კონკრეტული ჯგუფების მიერ გამოქვეყნებული კვლევებით, რომელიც არათანაბარ პირობებში აყენებს რადიობაზარზე მოთამაშე სხვა სუბიექტებს.

„ჩვენი კვლევების მიხედვით, არსებობს სხვა სურათი და არა ის, რაც კონკრეტულმა ჯგუფმა წარმოადგინა, ამიტომ მოვითხოვ დაუყოვნებლივ გამოქვეყნონ კვლევის მეთოდოლოგია: “ კვლევებში საერთოდ არ არის ცდომილებაზე საუბარი, სად არის სამიზნე აუდიტორია და ასაკობრივი ზღვარი, გენდერული ჭრილი, რატომ არაა რეიტინგში რადიო თბილისი, დარდი-მანდი, კუბრიკი, შანსონი, თანამგზავრი, ჯაკო, კომერსანტი, თავისუფლება, სხვა რადიოსადგურები, რომლებსაც რეალურად უამრავი მსმენელი ჰყავს. საერთოდ არ ჩანს რა გამოცდილება აქვთ ამ კვლევის ავტორებს.

დროა საქართველოში დამთავრდეს ე.წ ატკატებით და ნეპოტიზმით რადიო სარეკლამო ბაზარზე მანიპულირება – აღნიშნავს რამაზ სამხარაძე.

“ცხადია კვლევა რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და სილიკონ ველი თბილისის სახელით ვრცელდება არის არავალიდური და ამით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ. დროა საქართველოში დამთავრდეს ატკატებით და ნეპოტიზმით რადიო სარეკლამო ბაზარზე მანიპულირება.” – აღნიშნავს რამაზ სამხარაძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button