რადიო თბილისი აშშ-ს საელჩოში შედეგების პრეზენტაციას გამართავს

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის რადიოსადგური თბილისი, რომელიც საქართველოს მედიაპარტნიორობის (GMPP) ის პროგრამის გამარჯვებულია დღეს პროგრამის შედეგების ერთ-ერთი პრეზენტატორი იქნება, რომელსაც აშშ-ს სრულუფლებიანი ელჩი იან კელიც დაესწრება, რომელიც სიტყვით მიმართავს მონაწილეებს.

რადიოსადგურებს ჰერეთს და თბილისს კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი რამაზ სამხარაძე წარადგენს.

მიღებაზე პროგრამის სხვა მონაწილეებთან ერთად ტელეკომპანია WDBJ7–ის
პროგრამების დირექტორი მაიკ ბელი და ციფრული სარეკლამო
სააგენტო FIREFLI-ის პრეზიდენტიც დაესწრება.

პროგრამის ფარგლებში სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის თანამშრომლები შეერთებულ შტატებში წელს, პარტნიორ ჰოლდინგთან “ქრომველ გრუპთან” იმყოფებოდნენ, სადაც ამერიკულ გამოცდილებას გაეცნენ. 

ჰერეთმა გასულ წელს მედია პარტნიორობის პროგრამაში (GMPP) გაიმარჯვა, რომელიც ხელს უწყობს ქართველ და ამერიკელ მონაწილეთა შორის მდგრადი კავშირების შექმნას.

GMPP-ის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში თავისუფალი მედიის პროფესიულ განვითარებას ქართულ და ამერიკულ მედია საშუალებებს შორის გრძელვადიანი პარტნიორული კავშირების დამყარებით, პროფესიული გაცვლებით, ინდივიდუალური კონსულტაციებითა და გამოცდილების გაზიარებით.

საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამა (GMPP) დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის მიერ და მას საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX)-ი ახორციელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button