რადიო “თბილისი” აცხადებს ვაკანსიებს

რადიო თბილისი FM93.5 აცხადებს ვაკანსიებს ქართული და ინგლისურენოვანი ახალი ამბების წამყვანებისა და კორესპონდენტების პოზიციებზე. 

საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების, გასართობი გადაცემების,მუსიკალური, სპორტული პროგრამების წამყვანების თანამდებობებზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, რომლებიც თვლით, რომ გაქვთ განსაკუთრებული ხმა, ფლობთ შესაბამის განათლებას და პრაქტიკულ გამოცდილებას რადიოინდუსტრიაში მუშაობის, გაქვთ იდეები და გსურთ მათი რეალური განხორციელება, არაუგვიანეს 2015 წლის 1 ნოემბრისა, გადმოგზავნეთ რეზიუმე, ფოტოსურათთან, სამოტივაციო წერილთან და ხმის აუდიოჩანაწერთან ერთად მისამართზე: tbilisifm93.5@heretifm.com

გთხოვთ, წერილის ველში მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია. რადიო თბილისი თავად დაუკავშირდება შერჩეულ კანდიდატებს.

რადიო თბილისი ეს არის დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია რადიო ჰერეთის ახალი რადიოსადგური დედაქალაქში. ჩვენ ვართ FM-ზე პირველი რადიომაუწყებელი. FM93.5. “რადიო იწყება ჩვენით” – რადიო თბილისის სლოგანია. რადიო თბილისი – ეს არის მრავალფეროვანი პროგრამები,მიუკერძოებელი ახალი ამბები და გემოვნებიანი, პოპულარული მუსიკა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button