რეგიონი

გომბორის უღელტეხილზე მოძრაობა ისევ შეიზღუდა

გომბორის უღელტეხილზე მოძრაობა ისევ შეიზღუდა.
მიზეზი ინტენსიური თოვა და ლიპყინული გახდა, რამაც ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა გაართულა.

ამ დროისათვის, გომბორის უღელტეხილზე, მხოლოდ მაღალი გამავლობის ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები, დანარჩენი სახეობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი აკრძალულია

თელავი-შუამთის მონაკვეთზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მორიგეობს, რომელიც მძღოლებს საშიშროების შესახებ აფრთხილებს და ტექნიკურად გაუმართავ ტრანსპორტს, გადაადგილების შესაძლებლობას უზღუდავს.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, გომბორის უღელტეხილზე მოძრაობა უამინდობის გამო უკვე რამდენჯერმე შეიზღუდა.

ტექნიკური მარილისა და ტექნიკის გამოყენების მიუხედავად, რთული რელიეფის გამო ზამთრის სეზონზე, უღელტეხილზე ტრანსპორტის გადაადგილება რთულდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button