მნიშვნელოვანისაქართველო
რადიო თბილისი FM93.5 და სილქნეტი ერთობლივ პროექტს გუდაურიდან იწყებენ
რადიო თბილისი FM93.5 და კავშირგაბმულობის კომპანია სილქნეტი, ერთობლივ პროექტს გუდაურიდან იწყებენ.
ყოველ შაბათს, 8 თებერვლიდან, 11:00 სთ. საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე, FM 93.5-ზე, წარმოგიდგენთ გადაცემას – „დილა ხაჟოსთან ერთად“, რომელსაც ცნობილი ჟურნალისტი ნინო ხაჟომია, რადიო თბილისის ეთერში და ფეისბუქ გვერდზე, გუდაურიდან გაუძღვება.
გადაცემაში მსმენელი მიიღებს უახლეს ინფორმაციას კურორტზე არსებულ მდოგმარეობასა და სიახლეების შეახებ.
“აკონტროლეთ მთის მაჯისცემა” – ასეთია ახალი გადაცემის სლოგანი.
როგორც ნინო ამბობს, მთის მოყვარულებს გადაცემაში ბევრი საინტერესო რამ ლაივ რეჟიმში, სტუმრებთან ერთად ელოდებათ.
მოუსმინეთ ჩვენს ჩართვას გუდაურიდან, საინფორმაციო გამოშვებაში გადაცემის ავტორი ჟურნალისტი ნინო ხაჟომია საუბრობს.