რადიო თბილისი FM93.5 – მუსიკალური წამყვანების კასტინგი
რადიო თბილისი FM93.5 აცხადებს კასტინგს მომავალი მუსიკალური წამყვანების თანამდებობაზე.
ჩვენ ვეძებთ განსაკუთრებული ხმის ტემბრის და გამართული მეტყველების მქონე ადამიანებს, რომლებიც ერკვევიან მუსიკალურ ჟანრებსა და მიმდინარეობებში. ფლობენ ქართულსა და ინგლისურ ენებს, აქვთ კომპიუტერული უნარ-ჩვევები.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა 20 დეკემბრამდე უნდა გამოაგზავნოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
· რეზიუმე, სამოტივაციო წერილთან და ფოტოსურათთან ერთად.
· ხმის ჩანაწერი ( MP3-მ ფორმატში,ნებისმიერი სახის ტექსტით) 1 წუთამდე.
მნიშვნელობა არა აქვს პროფესიასა და ასაკს.
თუ თვლი, რომ ხარ მოტივირებული, კომუნიკაბელური, კრეატიული, ენთუზიაზმით აღსავსე და გაქვს ტალანტი წარდგე მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე, უნდა გახდე პოპულარული, შენი ადგილი ჩვენს გუნდშია!
კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
პირველ ეტაპზე კანდიდატს აირჩევს ჟიური, ხოლო შემდგომ რადიომსმენელები თავად აირჩევენ ფავორიტებს.
იჩქარე, გამოაგზავნე ინფორმაცია 20 დეკემბრამდე მისამართზე: tbilisifm93.5@gmail.com
წერილის ველში მიუთითეთ: „მუსიკალური წამყვანის კასტინგი“
არასრული განაცხადი არ განიხილება. ასევე არ განიხილება კომპანიის ტელეფონზე შემოსული ზარები.