საქართველოსიახლეები

რადიო თბილისი გახდა პირველი დამოუკიდებელი რადიო რომელსაც ვერიფიკაცია მიენიჭა

ქართულ სამაუწყებლო სივრცეში, მედია ჰოლდინგ ჰერეთის – რადიო თბილისი FM93.5 გახდა ერთადერთი დამოუკიდებელი რადიოსადგური, რომელსაც გიგანტმა სოციალურმა ქსელმა ფეისბუქმა ვერიფიკაცია მიანიჭა.
დღეიდან, ჩვენს ფეისბუქს ლურჯი ბეჯი აქვს, რაც ნიშნავს ფეისბუქის მხრიდან ჩვენი მედიაკომპანიის აღიარებას.
ვერიფიცირებული გვერდები სანდოა და დაცულია ჰაკერული შეტევებისგან.
შეგახსენებთ, რომ რადიო თბილისი რამდენიმე თვეა ტროლებსა და ბოტებს იგერიებს.
გასულ თვეებში რადიოსადგურმა 4500 -ზე  მეტი ყალბი ანგარიში ფეისბუქიდან დაბლოკა და ამის შესახებ მეტას ოფიციალურადაც მიწერა.
რადიოსადგურის გვერდზე შემოდიოდა შეურაცხმყოფელი წერილებიც.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიებაც.
მადლობას გიხდით ყველა ჩვენს მხარდამჭერსა და ერთგულ რადიომსმენელს!
რას ნიშნავს ეს ყველაფერი მედიისთვის? – მოუსმინეთ მედია ჰოლდინგ ჰერეთის მფლობელისა და დირექტორის რამაზ სამხარაძის ჩართვას ახალ ამბებში.

მსგავსი პოსტები

Back to top button