რადიო თბილისი საზეიმო მიღებას გამართავს
სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი ახალი რადიოსადგურის “თბილისის” FM93.5-ის პრეზენტაციას 6 ოქტომბერს გამართავს.
საზეიმო მიღებას რადიოს თანამშრომლები „ფოლკ გარდენში“ უმასპინძლებენ. პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, მედიამენეჯერები, საერთაშორისო, ადგილობრივი ფონდებისა და საელჩოების წარმომადგენლები. თბილისის მერი, საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი.
მიღებაზე საზეიმოდ გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი ფონდ “ბიზნესმედია საქართველოსთან” (ტელეპროექტები: “საქმიანი დილა” “ანალიტიკა” “ბიზნესკონტრაქტი”)
რადიო ჰერეთმა ახალი რადიოსადგური 2015 წლის სექტემბერში გაუშვა. რადიო “თბილისის” დაფარვის ზონა ტალღაზე FM 93.5 მოიცავს სრულიად თბილისსა და მის შემოგარენს. ქალაქებს რუსთავსა და მცხეთას, კახეთის რეგიონს: საგარეჯოს, გურჯაანის, დედოფლისწყაროს რაიონის და ლაგოდეხის რიგ სოფლებს.
რადიო “თბილისის” FM93.5 მოსმენა შესაძლებელია ასევე ინტერნეტში.რადიო თბილისი ეს არის მიუკერძოებელი ახალი ამბები, გემოვნებიანი მუსიკა, მრავალფეროვანი გადაცემები. სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი მე- 18 -ე წელია კახეთის რეგიონში კიდევ ერთ რადიოს – ჰერეთს ფლობს.