რადიო თბილისის გუნდს “თენგო”- ც შემოუერთდა

რადიო “თბილისის” FM93.5 -ის მარკეტინგისა და გაყიდვების ჯგუფს, კიდევ ერთი ცნობილი მსახიობი, შოთიკო ნოზაძეც შემოუერთდა,რომელიც “თენგოს” გმირის შემსრულებელია ცნობილ ქართულ პოპულარულ ტელესერიალში “ჩემი ცოლის დაქალები”
რადიო “თბილისმა” ახალი “გაყიდვების გუნდი” ჩამოაყალიბა, სადაც კიდევ ერთი ცნობილი და მაყურებლის საყვარელი მსახიობი ბუბა მირცხულავაც ჩაერთო.
სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთის” დამფუძნებლის რამაზ სამხარაძის თქმით, თბილისი რადიოს სარეკლამო ბაზარზე თავის წილს მნიშვნელოვნად გაზრდის.
“მალე რადიო თბილისი მნიშვნელოვან ადგილს დაკავებს რადიოს სარეკლამო ბაზარზე, ჩვენ ახალი სამაუწყებლო სეზონიდან, სექტემბრიდან გავუშვებთ ახალ პროექტებს, რომლიც უპრეცენდენტო იქნება ქართულ რადიოსივრცეში”- განაცხადა რამაზ სამხარაძემ.
სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი თითქმის 20 წელია მედიაბაზარზე და ფლობს 3 რადიოსაგურს, ჰერეთს, თბილისს და Relaxwebradio – ს
რადიო თბილისმა FM93.5 დედაქალაქში მაუწყებლობა 2015 წლის 1 სექტემბერს დაიწყო. რადიო მსმენელს მრავალფეროვან მუსიკასთან და გადაცემებთან ერთად, მიუკერძოებელ ახალ ამბებს სთავაზობს.