მნიშვნელოვანირეგიონი

რადიო თბილისის კრიტიკული რეპორტაჟის შემდეგ, სოფელ მატანში გზა დააგეს

რადიო თბილისი ტოკ-შოუ “სატრანსპორტო ლაბირინთი” – ში გასული რეპორტაჟის შემდეგ ახმეტის სოფელ მატანში გზის დაგება დაიწყო.

რეპორტაჟმა ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ მატნის მიმართულებით გზის მშენებლობის გაჭიანურებული სამუშაოები დააჩქარა.

ვიდეომასალა ახმეტა-ბაწარას გზის ერთი მონაკვეთის დასრულების შესახებ, ცოტა ხნის წინ, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა სოფელ მატნიდან, გიორგი მამუჩარაშვილმა გამოაქვეყნა.

ვიდეოს კომენტარებში ადგილობრივებს მშენებლობის დაჩქარება მოსწონთ, თუმცა ფიქრობენ, რომ ორმხრივი მოძრაობისათვის, ახლადდაგებული გზა, მაინც ვიწროა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სამუშაოები მას შემდეგ დააჩქარა, რაც რადიო თბილისის ეთერში გერმანული ტალღის აკადემიის DW მხარდაჭერილი პროექტის “სატრანსპორტო ლაბირინთის” ფარგლებში მომზადებული რეპორტაჟი გავიდა.

რეპორტაჟში ადგილობრივი მოსახლეობა წლებით გაჭიანურებულ გზის მშენებლობაზე, გართულებულ მიმოსვლასა და მატერიალურ ზარალზე საუბრობდა, რასაც მატნელები უგზოობის გამო იღებენ.

პროექტით დადგენილი ვადების დარღვევა გზის მშენებლობაზე და სოფელში არსებული პრობლემები, რეპორტაჟში საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა დაადასტურა და გაჭიანურება, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია ” არილს” დააბრალა.

ახმეტა-ბაწარას 8 კილომეტრიანი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მშენებლობა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 5.650.000 ლარით ფინანსდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button