რადიო თბილისმა რებრენდინგი დაასრულა

რადიო “თბილისმა” FM93.5 დაასრულა რებრენდინგი. დღეიდან რადიოსადგური, რომლის დაფარვის არეალში რადიო ჰერეთთან ერთად 3 მილიონი პოტენციური მსმნელია,ახალი შეფუთვითაა წარმოდგენილი.“ფერი დავტოვეთ ისევ ის, რაც გვაქვს 1998 წლიდან. ჰერეთი იყო ნოვატორი ვინც მედიაში აღნიშნული ფერით ოპერირებდა – ნარინჯისფერი.

შესაბამისად კომპანიის ცნობადობა არის ამ ფერთან. სიახლის, თავისუფლების, თავდაჯერებულობის, შეუდრეკელობის, სასიცოცხლო ძალების, მზისა და სითბოს, ინტელექტისა და განვითარების სიმბოლო. ლოგოს ელემენტებში ეს ყველაფერი მაქსიმალურად გავითვალისწინეთ. რადიოს სლოგანია – რადიო იწყება ჩვენით, რაც გულისხმობს თბილისში FM დიაპაზონზე პირველობას, ასევე გადატანითი მნიშვნელობაც აქვს ამ სლოგანს, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ადამიანებმა, მსმენელებმა, რადიო ჩვენით დაიწყონ”.

“ძალიან მალე, ვაპირებთ დავიპყროთ მათი გული, ისევე როგორც ეს მოახერხა ჰერეთმა. თბილისი იქნება გემოვნებიანი, მიუკერძოებელი და ობიექტური და ყველაზე სმენადი რადიო”-განაცხადა ეკა მიქაბერიძემ, სამაუწყებლო კომპანიის მარკეტინგის დირექტორმა.

რადიო თბილისმა, რომელიც ჰერეთის ახალი პროდუქტია, მაუწყებლობა 1 სექტემბერს საცდელი ეთერით ტალღაზე FM93.5-ზე დაიწყო.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”17368″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1441800103382″]

მსგავსი პოსტები

Back to top button