მნიშვნელოვანირეგიონი

უკრაინაში ქართველი მებრძოლი საკუთარ სახლში გადაასვენეს

40 წლის უკრაინაში მებრძოლი ალიკა ცაავას ცხედარი თბილისიდან ჯვარში, მის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე წუთის წინ ჩამოასვენეს.

ცხედარს მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პატივით დახვდნენ.
ალიკა ცაავას საცხოვრებელი კორპუსის წინ სპეციალური კორიდორი იყო გაკეთებული.

მოსახლეობას ხელში ეჭირა უკრაინისა და საქართველოს დროშები.
დროშები ქალაქ ჯვარის შემოსასვლელიდან ალიკა ცაავას საცხოვრებელ კორპუსამდეა გამოფენილი.

შეგახსენებთ, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ალიკა ცაავა და ზაზა ბიწაძის ცხედრები სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს.

ისინი ლუგანსკში, 16 აპრილს არკადი კასრაძესთან ერთად დაიღუპნენ.

ალიკა ცაავას, სავარაუდოდ, საგვარეულო სასაფლაოზე ზუგდიდში დაკრძალავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button