მნიშვნელოვანირეგიონი

“დღითიდღე უფრო მეტი ინფორმაცია ჟონავს, რა მჭიდრო კავშირია ივანიშვილსა და რუსეთის ფედერაციას შორის”-

“დღითიდღე უფრო მეტი ინფორმაცია ჟონავს, რა მჭიდრო კავშირია ივანიშვილსა და რუსეთის ფედერაციას შორის”- ასე გამოეხმაურა უფლებადამცველი, გიორგი მშვენიერაძე, 25აპრილს გავრცელებულ ივანიშვილი – ევტუშენკოვის სავარაუდო სატელეფონო საუბრის ჩანაწერს.

განცხადება მშვენიერაძემ კახეთში, ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა. უფლებადამცველი თვლის, რომ ამერიკამ და ევროპის ქვეყნებმა, სანქციები შეიძლება გამოიყენონ, როგორც ქართული სახელმწიფოს, ასე კონკრეტული პირების მიმართ.

” სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ისეთი სახელმწიფოები იღებენ, რომელთა მეგობრობა მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირის ქვეყნები. ცხადია, ამ ზომებს იყენებენ, იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ან ავტორიტარულ რეჟიმს წარმოადგენენ, ან შეიძლება დაკავშირებული იყვნენ, მათთვის მტრულ სახელმწიფოსთან, მათ შორის, რუსეთის ფედერაციასთან. რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს ვიხილეთ, ის ქონება და ოლიგარქები აღმოჩნდნენ სანქცირებულთა სიაში, რომლებიც რუსეთში პუტინის რეჟიმის მხარდამჭერები არიან. რაც შეეხება საქართველოს შემთხვევას, მე შემიძლია გითხრათ, რომ დღითიდღე მეტი ინფორმაცია ჟონავს, თუ რა მჭიდრო კავშირებია ივანიშვილსა და რუსეთის ფედერაციას შორის და საზოგადოება კიდევ უფრო მეტს გაიგებს. ჩვენ აღარ გვაქვს ილუზია, რომ ივანიშვილი და მისი ავატარები ხელისუფლებაში, ატარებენ საქართველოს ეროვნულ პოლიტიკას, რაც დაახლოებს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან. ივანიშვილის ნაბიჯები ანელებს ჩვენს ინტეგრაციას. სანქციების სხვადასხვა პაკეტები არსებობს. ეს შეიძლება იყოს მიმართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, შეიძლება იყოს მიმართული კონკრეტული პირების წინააღმდეგ. მე ვისურვებდი, რომ ეს არ შეეხოს ქართველ ხალხს”- განაცხადა მშვენიერაძემ.
სავარაუდო საუბრის ჩანაწერს, ქართული ოცნების დამფუძნებელსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქს, ევტუშენკოვს შორის, საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ქართული ოცნების წარმომადგენლები, დილიდან , სხვადასხვა შინაარსის განცხადებებს აკეთებენ და ამბობენ, საუბარი შესაძლოა, ორ ბიზნესმენს შორის, სავაჭრო ურთიერთობებზე შემდგარიყო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კი, მას მონტაჟი უწოდა.

სავარაუდო სატელეფონო საუბრის ჩანაწერი Youtube-ზე, მომხმარებლმა, Cyber Kmara-მ გამოაქვეყნა. მისი აღწერის თანახმად, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ტელეფონით ესაუბრება, რუსული სააქციო-საფინანსო კორპორაცია „სისტემის“ დირექტორთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვლადიმირ ევტუშენკოვს. ჩანაწერის ავთენტურობა დაუდგენელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button