მშობიარე ქალი ჰიუსტონის საავადმყოფოში გასაბერი გედით გადაიყვანეს [Photo/video]

ამერიკის ქალაქ ჰიუსტონში (შტატ ტეხასი) ადიდებულმა მდინარეებმა ქუჩები დატბორა. მოქალაქეები სტიქიის მძვინვარების გამო იძულებულნი შეიქნენ, რათა გადასაადგილებლად სხვადასხვა საგნები გამოეყენებინათ.

19 აპრილს მეანი ქეთი ალენ ვუდი პაციენტთან, რომელსაც მშობიარობა დაეწყო, გასაბერი გედით მიწურდა, – წერს The Daily Mail.

რუდის ინფორმაციით, მას თავდაპირველად მშობიარე ქალთან მიცურვა ბაიდარით უნდოდა, მაგრამ ვერ შეძლო. შემდეგ მეანმა შოარიახლოს ქალი შენიშნა, რომელიც თეთრ გასაბერ გედზე იჯდა. უკანასკნელმა ექიმი და სამედიცინო მოწყობილობა გედზე მოათავსა და სასწრაფო დახმარების მანქანასთან მიიყვანა, სადაც მას მშობიარე ქალი ელოდა.

საბედნიეროდ, ინციდენტი კეთილად დასრულდა და საავადმყოფოში გადაყვანილ ქალს ჯანმრთელი ბიჭი შეეძინა.

The Daily Mail-ი აღნიშნავს, რომ გასაბერი გედი არც ისეთი უჩვეულო გადაადგილების საშუალებაა, როგორიც ჰიუსტონის ქუჩებში შეინიშნებოდა. გამოცემა ფოტომასალას აქვეყნებს, სადაც ჰიუსტონის მკვიდრნი მაცივრებისა და კარადების დახმარებით გადაადგილდებიან.

ოფიციალური ინფორმაციით, ჰიუსტონის წყალდიდობის დროს 7 ადამიანი დაიღუპა. ტეხასის გუბერნატორმა, გრეგ ებოტმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. ჰიუსტონში ათასობით სახლი დაიტბორა და ათასობით ადამიანი ევაკუირებულია.

გამოცემის თანახმად, ჰიუსტონის აეროპორტში 200 რეისი გადაიდო, 7 ათასი ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”33764″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button