კულტურამოზაიკა

Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწერლები

ჟურნალმა Forbes მაღალანაზრაურებადი მწერლები დაასახელა.მწერლები რომლებმაც 2017 წლის ივნისიდან 2018 წლის ივნისამდე, აშშ-ში წიგნების გაყიდვებიდან ჯამში 283 მილიონი გამოიმუშავეს. ასეთი ავტორი კი სულ 11-ია.

პირველი ადგილზეა ჯეიმს პატერსონი, რომელიც დეტექტივ, ალექს კროს­ზე და­წე­რი­ლი რო­მა­ნე­ბის ავ­ტო­რია, მან წელიწადში 86 მილიონი  გამოიმუშავა.

მეორე ადგილზეა ჰარი პოტერის წიგნების ავტორია ჯოან როულინგი, რომლის შემოსავალი 54 მილიონ დოლარს შეადგენს. ავტორის მოგება შარშანდელთან შედარებით 41 მილიონი დოლარით დაეცა.

მესამე ადგილზე გავიდა სტივენ კინგი, რომელმაც 27 მილიონი დოლარი მიიღო. მეშვიდე ადგილზე მოხვდა ჟურნალისტი მაიკლ ვულფი, რომელმაც გამოაქვეყნა წიგნი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის შესახებ. ამ წიგნის გაყიდვამ მას 13 მილიონი გამოიმუშავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button