“ვასილ ლელუაშვილი ბრალს არ აღიარებს” – ადვოკატი

67561563
ვასილ ლელუაშვილი

დაკავებული ვასილ ლელუაშვილი ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, თამაზ კილანავამ ე.წ. მოდულში შესვლის წინ განაცხადა.

როგორც კილანავამ აღნიშნა, ის 3 წელია, ლელუაშვილის ინტერესებს იცავს და როცა მისი დაკავების შესახებ შეიტყო, ლელუაშვილთან შესახვედრად წავიდა.

“მე არ ვიცნობ საქმის მასალებს, მოვედი ლელუაშვილის შესახვედრად, რათა გავერკვე საქმის გარემოებაში. წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ ეს საქმე არის შეკოწიწუბილი და ლელუაშვილი უდანაშაულოა. ის ბრალს არ აღიარებს რადგან უდანაშაულოა. გამორიცხულია, რომ ასეთი რამე მომხდარიყო. სასამართლო პროცესზე ვიყავი, როცა ეს გარემოება გახდა ჩემთვის ცნობილი, წამოვედი მის სანახავად. ბრალს არ აღიარებს და არ შეიძლება აღიარებდეს, რადგან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია”, – განაცხადა თამაზ კილანავამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button