საქართველოსიახლეები

სალომე ზურაბიშვილი ქეთი მელუას საქართველოს მოქალაქეობას აღუდგენს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიტანეთში მოღვაწე მომღერალ, ქეთი მელუას საქართველოს მოქალაქეობას აღუდგენს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა და ქეთი მელუასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

,,ჩვენი წარმატებული და უნიჭიერესი ქეთი მელუა … ინგლისის პოპის ვარსკლავი, საქართველოს სიამაყე … თუმცა მოქალაქეობა ჩამოერთვა როცა მიიღო ბრიტანეთის თავშესაფარი და მოქალაქეობა, ეხლა კი შემოიტანს თხოვნას აღდგენაზე და უთუოდ დაუკმახოფილდება … “, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button