სპორტი

ბარსელონა მესის გარეშე და კატასტროფული მარცხი ნოუ-კამპზე

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი მოულოდნელობებით დაიწყო და მომავალი ტურებისთვის დიდი ინტრიგა დატოვა.

მთავარი და ყველაზე გამორჩეული მატჩი E ჯგუფში შედგა, სადაც ბარსელონა საკუთარ კედლებში გამანადგურებელი ანგარიშით, 0:3 მიუნხენის ბაიერნთან დამარცხდა.

ბარსას ტრადიციულად უჭირდა თამაში რეკორდმაისტერთან, თუმცა ახლა კი როცა ასეთი რადიკალური სხვაობაა შემდგენლობებში, ბუნებრივია, კატლონიელები დაიჩაგრნენ.

პირველი ტაიმი თომას მიულერის გატანილი გოლით დასრულდა. მატჩის მეორე ნახევარში კი ლევანდვსკის დუბლით ყველაფერს წერტილი დაესვა.

რაც შეეხება ბარსას, თამაში ისე დასრულდა, პრაქტიკულად საგოლე მომენტი არ შეუქმნია.

ცნობისთვის, ბარსელონამ ევროთასებზე, ისტორიაში პირველად წააგო ზედიზედ სამი საშინაო თამაში – იუვენტუსთან 0:3, პსჟ-სთან 1:4 და ბაიერნთან 0:3.

მსგავსი პოსტები

Back to top button