სპორტი

რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტი ხმაურის ფოზე აირჩიეს

სამართალდამცავთა მობილიზების მიუხედავად, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები ხმაურის და დაპირისპირების ფონზე გაიმართა.

ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და მათივე თქმით, ბრძოლის გაგრძელებას გეგმავენ.

თავიდან, ხმაური არჩევნებში მონაწილე ერთადერთი კანდიდატის, იოსებ ტყემელაძის გამოჩენას მოყვა. ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის მხარდამჭერებმა რაგბის კავშირში მომხდარი ამბები სამარცხვინო ფაქტად შეაფასეს.

„ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ კრებაზე ქვორუმი შედგა და პრეზიდენტიც აირჩიეს. 42 ხმით, საქართველოს რაგბის კავშოროს პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button