სპორტი

რაგბის კავშირის პრეზიდენტს 24 თებერვალს აირჩევენ

საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის შესახებ გადაწყვეტილება გამგეობის წევრებმა 31 იანვარს გამართულ სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას რაგბის კავშირის ვებ-გვერდი ასაჯაროვებს.

საერთო კრება ავჭალაში 24 თებერვალს 13 საათზე დაიწყება. ახალი პრეზიდენტის გარდა სხდომამ გამგეობის წევრები უნდა აირჩიოს. ასევე, მოხდება 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაც.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის არჩევნები 2020 წლის 30 დეკემბერს გაიმართა. რამდენიმე დღის შემდეგ კრების მიერ არჩეული პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე და თავად ყრილობა საჯარო რეესტრმა არალეგიტიმურად ცნო და შედეგები გააუქმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button