რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა
15 დეკემბერს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა სენსაციური განცხადება გააკეთა. ჯერ თავისი კანდიდატურა ირაკლი აბუსერიძემ მოხსნა, შემდეგ კი მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემაც.
“საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩენებზე მივიღე გადაწყვეტილება მოვხსნა ჩემი კანდიდატურა. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმაციასა და დეტალებს მოგვიანებით მოგახსენებთ”, – განაცხადა აბუსერიძემ.
“გაცნობებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის 2015 წლის 20 დეკემბერს საერთო ყრილობაზე გასამართ სრკ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე ვხსნი ჩემს კანდიდატურას. ამ დღეებში საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა გამოაქვეყნებს ახალი ყრილობის ჩატარების ვადას, რომელიც უახლოეს მომავალში გაიამრთება”, – განაცხადა ნიჟარაძემ.
შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის ყრილობა 20 დეკემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ როგორც ჩანს, გადაიდება.