მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ინფექციაზე ტესტირება 403 ადამიანს ჩაუტარდა, მათ შორის COVID-19 დიაგნოზი დადასტურდა 133 პირს, ამის შესახებ მედია კორონავირუსისგან მოსახლეობის დაცვის ე.წ. ოპერატიული შტაბზე დაყრდნობით წერს.

ამავე მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში ოკუპირებულ რეგიონში დაიღუპა სამი ადამიანი.

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 150 ადამიანი სტაციონარულ განყოფილებაში მკურნალობს, მათგან 119-ს აქვს COVID-19 დიაგნოზი. 31 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 39 პაციენტი საშუალო სიმძიმისაა.

პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში, კორონავირუსის 3036 შემთხვევაა რეგისტრირებული. გამოჯანმრთელდა 1267 ადამიანი. 31 პაციენტი დაიღუპა.

მსგავსი პოსტები

Back to top button