მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

რამაზ გულუა ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრო

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რამაზ გულუამ ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მიზეზი მოსაწავლეების სავარაუდო ტრეფიკინგი გახდა.

„ ამ ხალხს ეს არ ედარდება, ამ ყველაფერს აპრავებენ, ამ ბავშვებს ეს გაყვებათ მთველი ცხოვრება. ეს ხალხი უნდა მოშორდეს თანამდებობებს. მე არ შემიძლია ამ სხდომას დავესწრო“- განაცხადა რამაზ გულუამ და სხდომა დატოვა

შეგახსენებთ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებს, გავრცელებული ინფორმაციით ადგილობრივი მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და პირი,რომელმაც ბავშვები ე. წ. “შაბათობაზე” წაიყვანა პედაგოგი არ იყო. იგი მერიის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელი იყო.

როგორც რადიო “თბილისს” შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 150-ე, იძულების მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button