რეგიონისაქართველოსიახლეები

აქციები აჭარაში

ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა. ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში თვითნებურად შესახლებულმა 75-მა ოჯახმა ელექტროენერგიის გათიშვა გააპროტესტა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აქ მცხოვრები ოჯახები კოვიდინფექციას სოფელში გაერიდნენ, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა კი, ადგილზე მყოფებს დაეკისრათ, რადგან მრიცხველი საერთოა. ადგილობრივები ასევე აღნიშნავენ, რომ ელექტროენერგიის არქონის გამო, 50-მდე ბავშვი ონლაინ-გაკვეთილებს ვერ ესწრება.

როგორც “ენერგო-პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, ოჯახებს გადასახადის განაწილება რამდენჯერმე შესთავაზეს, თუმცა მათ შეთავაზება არ მიიღეს, სხვა წინადადება კი, ამ ეტაპზე არ განიხილება.

საპროტესტო აქცია გაიმართა სოფელ ჩელტაშიც. ქვედა სალიბაურში, ყოფილი ჩაის ფაბრიკის შენობაში თვითნებურად შესახლებული ოჯახები ელექტროენერგიის მაღალ გადასახადს აპროტესტებენ. როგორც ისინი ამბობენ, გასული თვის მოხმარება იმდენად მაღალია, რომ კორონავირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეული უმუშევრობის პირობებში, მის გადახდას ვერ შეძლებენ.

აბონენტები „ენერგო-პრო ჯორჯიისგან“ საშეღავათო გრაფიკის შედგენას მოითხოვენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნება და არსებულ დავალიანებას მოსახლეობას რამდენიმე თვეზე გადაუნაწილებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button