რამაზ სამხარაძე: იმედი მაქვს თბილისში მაუწყებლობას მალე დავიწყებთ

“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 29 მაისიის გადაწყვეტილება, რომელიც რადიო ჰერეთს დღეს ჩაბარდა, ცალსახად ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომელიც ჰერეთმა მოიგო ძალაში შევა. იმედი მაქვს, კომისია შეიკრიბება უახლოეს დღეებში და ჰერეთის სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, რომლის მიხედვითაც ჩვენ დედაქალაქში მაუწყებლობას FM 93.5-ზე დავიწყებთ.  – ამის შესახებ რადიო ჰერეთის დამფუძნებელმა რამაზ სამხარაძემ განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარი სხდომა 16 ივნისს 15 საათზეა ჩანიშნული.

“კომისიამ, გადაწყვეტილებით, რომელიც ჩვენ მივიღეთ, უარი თქვა თავისივე შეტანილ სარჩელზე და გაითვალისწინა პირველი ინსტანციის და უზენაესი სასამართლოს განმარტებები და უკან გამოიწვია დოკუმენტაცია.” – განმარტა რამაზ სამხარაძემ, რომელიც სასამართლოში ჩანიშნულ 16 ივნისის პრცესს ელოდება.

რამაზ სამხარაძის ხმა

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button