რამაზ სამხარაძე საკრებულოს წევრებს მიმართავს [Audio]

რადიო “ჰერეთის” დამფუძნებელმა რამაზ სამხარაძემ პირდაპირ ეთერში მოუწოდა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართა:

“მოვითხოვ, ლაგოდეხის საკრებულოს წევრებს ეყოთ გონიერება და სასწრაფო წესით გამოუცხადონ იმპიჩმენტი საკრებულოს თავმჯდომარეს გოდერძი ბარბაქაძეს, რომელიც დღეს სხდომას ატარებდა ნასვამ მდგომარეობაში.

მან ჩვენ ჟურნალისტს სოფო სარალიძეს უყვირა და შეურაცხყოფა მიაყენა.

იგი ითხოვდა დადებით კონტექსტში გაეშუქებინა რადიო ჰერეთის ახალი ამბები.

მივმართავ საქართველოს მთავრობას, არასამთავრობო სექტორს, მედიას, სახალხო დამცველსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მყისიერი რეაგირება მოახდინონ ამ ფაქტებზე”, – განაცხადა რამაზ სამხარაძემ.

რამაზ სამხარაძე_ პირდაპირი ჩართვა ახალ ამბებში

მსგავსი პოსტები

Back to top button