რამდენ მილიონს იხდიდა რუხაძე ტელეკომპანიის დასათმობად
ტელეკომპანია „მაესტროსთან“ დაკავშირებით, მხარეებს შორის დავა გრძელდება. ბაია გადაბაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და ორი დოკუმენტი გაასაჯაროა.
პირველი: ეს არის 2015 წლის 29 მაისით დათარიღებული მიმოწერა, სადაც გადაბაძის თქმით, ირაკლი რუხაძე კოტე გოგელიას 7,5 მილიონ დოლარს სთავაზობს „მაესტროს“ შინაარსის, ლიცენზიებისა და სიხშირეების მოპოვების სანაცვლოდ. რუხაძე ტელეკომპანია “იმედის” მმართველი კომპანია “სელფორდ ჯორგიას” ხელმძღვანელია.
რაც შეეხება მეორე დოკუმენტს, გადაბაძის განცხადებით, 2016 წლის 15 იანვარს „მაესტროს“ უკვე ყოფილმა პარტნიორებმა ლევან ჩიკვაიძემ და გიორგი ებრალიძემ წერილი გაუგზავნეს დანარჩენ პარტნიორებს და 3 დღეში ორნახევარ მილიონად მათი წილების შესყიდვა შესთავაზეს, წინააღმდეგ შემთხევაში კი წილების მესამე პირზე გაყიდვა დააანონსეს.
მაკა ასათიანისა და მამუკა ღლონტის ადვოკატები კონკურენციის სააგენტოსა და მარეგულირებელ კომისიას დოკუმენტაციით დაინტერესებას სთხოვენ და წილებთან დაკავშირებით მხარეებს შორის გაფორებული შეთანხმებების გაბათილებისკენ მოუწოდებენ.
ბაია გადაბაძე_გიორგი გვენეტაძე_ხმა