რამდენიმე საავადმყოფო ერთ ჰოლდინგად ჩამოყალიბდება
ონკოლოგიური, რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო კერძო, სახელმწიფო პარტნიორობის ერთ მძლავრ ჰოლდინგად ჩამოყალიბდება- განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
მისივე თქმით, ამ პროექტში მონაწილეობით 10-ზე მეტი მსხვილი ინვესტორია დაინტერესებული და კონკურსი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.