მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

„რამშტაინის” შეხვედრაზე უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ

კიდევ მოგვიწევს თანამედროვე ტანკების მოწოდებისთვის ბრძოლა

„რამშტაინის” შეხვედრაზე უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ ბერლინმა Leopard-ების მარაგების შემოწმების ბრძანება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Frankfurter Allgemeine გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსზე დაყრდნობით ავრცელებს.

პისტორიუსის თქმით, “რამშტაინის” ფორმატის შეხვედრაზე მოკავშირეები უკრაინისთვის Leopard 2 ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ მან თავის სამინისტროს დააბარა მოემზადოს “დღისთვის, რომელიც, შესაძლოა, დადგეს”.

“ერთსულოვანი აზრი არ არის”, – განაცხადა პისტორიუსმა. მან აღნიშნა, რომ შთაბეჭდილება, თითქოს ასეთ გადაწყვეტილებას გერმანია ბლოკავს, არასწორია.

“არის წონიანი არგუმენტები მიწოდების სასარგებლოდ, არის წონიანი არგუმენტები წინააღმდეგ”, – აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
როგორც პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლასშაკმა განაცხადა, ის ოპტიმისტურად განწყობილი რჩება, რომ ტანკების მიწოდების ძალისხმევა წარმატებით დასრულდება.

„15 ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა გამართა შეხვედრა დღევანდელი კონფერენციის პარალელურად და ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი. დარწმუნებული ვარ, რომ კოალიციის შექმნა წარმატებით დასრულდება“, – განაცხადა ბლასშაკმა.
მისი თქმით, მას ჯერჯერობით არ შეუძლია თქმა, როგორი იქნება გადაწყვეტილება და როდის იქნება იგი მიღებული, მაგრამ აღნიშნა, რომ მიწოდების სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში გერმანია Leopard 2 ტანკების რაც შეიძლება სწრაფად მიწოდებისთვის უნდა იყოს მზად.
შეგახსენებთ, პოლონეთი და კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყანა მზადყოფნას გამოთქვამს, უკრაინას Leopard 2-ის ტანების მიაწოდოს, თუმცა ამისთვის აღნიშნული ტანკების მწარმოებელი ქვეყნის გერმანიის ნებართვას ელოდება.

გარდა ამისა რამშტაინის ​რიგით მერვე შეხვედრაზე პირველად, დისტანციურ რეჟიმში თავდაცვის მინისტრებს მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა მოკავშირეებს უკრაინისა და მისი თავისუფლების დასაცავად დროული დახმარებისკენ მოუწოდა.
კიდევ მოგვიწევს თანამედროვე ტანკების მოწოდებისთვის ბრძოლა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „რამშტაინის” ფორმატში შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„დღეს „რამშტაინისა” და უკრაინისთვის თავდაცვითი ამბების დღეა, რომლებიც კვირიდან კვირამდე ჩვენს დიპლომატიურ მარათონს მოაქვს. ყოველთვის არ არის შესაძლებელი საჯაროდ იმის თქმა, რის შესახებ მიდის საუბრები “რამშტაინის” ფორმატში. ეს დახურული დისკუსიაა და ასე უნდა იყოს.

მთლიანობაში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დღევანდელი “რამშტაინი” ჩვენს გამძლეობას გააძლიერებს. პარტნიორები პრინციპულები არიან თავიანთ დამოკიდებულებაში – ისინი მხარს დაუჭერენ უკრაინას რამდენიც საჭიროს ჩვენი გამარჯვებისთვის.

კი, კიდევ მოგვიწევს თანამედროვე ტანკების მოწოდებისთვის ბრძოლა, მაგრამ ყოველდღიურად უფრო თვალსაჩინოს ვხდით იმის უალტერნატივობას, რომ ტანკების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას”, – განაცხადა ზელენსკიმ.

20 ივნისს გერმანიაში, რამშტაინის საჰაერო ბაზაზე NATO-სა და მოკავშირე ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შეხვდნენ, სადაც მორიგი სამხედრო დახმარება უნდა განეხილათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button