სპორტ-ნიუსისპორტი

რაფაელ ნადალის ღირსეული დაბრუნება და პირველი წარმატება ავსტრალიაში #AUS OPEN

დღეს ავსტრალიაში დიდი სლემის საერთაშორისო ტურნირი დაიწყო

მას შემდეგ,რაც ჯერ კიდევ გაუქმებული აქვს ვიზა ჯოკოვიჩს,რაფაელ ნადალის შანსები გაიზარდა და მას აქვს რეალური შესაძლებლობა,- გადაასწროს როჯერ ფედერერს და ნოვაკ ჯოკოვიჩს.

ჩოგბურთელებს,რომელთაც 20-20-ჯერ აქვთ მოგებული ღია პირველობა და გახდეს 21-ე ტიტულის მფლობელი.

35 წლის ესპანელმა შარშანდელი სეზონი ტრავმების გამო აგვისტოში დაასრულა,დეკემბერში კი კორონავირუსი დაუდასტურდა და თამაში ვერ შეძლო.

ნადალიმ ტრავმები მოიშუშა და წარმატებით დაბრუნდა კორტზე.

მან პირველ წრეში აშშ- ს წარმომადგენელი მარკოს გირონი იოლად,3 სეტში, ანგარიშით: 6:1, 6:4, 6:2 დაამარცხა და მომდევნო ტურში თამაშის უფლება მოიპოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button