მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ 110 ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანი გადავიდა

7 სექტემბერს, ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ პირველად, ღაზის სექტორის უცხოელი მოქალაქეებისთვის გაიხსნა ე.წ. რაფაჰის ხაზი, საიდანაც ღაზიდან ეგვიპტეში გადასვლაა შესაძლებელი.

მოსალოდნელია, რომ დღეს სექტორს 400-მდე ადამიანი დატოვებს, მათ შორის 90-მდე დაშავებულებიც, რომელთა გადმოსაყვანადაც ღაზაში ეგვიპტიდან სასწრაფო დახმარების მანქანები დღეს დილით უკვე შეუშვეს.

ასევე ეგვიპტეში, საზღვართა გასწვრივ განლაგდება საველე საავადმყოფოები.

ცნობილია, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი ყატარის შუამავლობით გახდა, რომელიც აშშ-სთან ერთად კოორდინაციაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს ისრაელთან, ჰამასსა და ეგვიპტესთან. ამასთან რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ ღაზის სექტორიდან ეგვიპტის მიმართულებით 110 ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანი გადავიდა. როგორც BBC წერს, საზღვარი, სულ მცირე, 20-მა დაშავებულმა მოქალაქემ გადაკვეთა.

მედიის ინფორმაციით, დღეს გადასვლა, დაახლოებით, 80-მა პალესტინელმა პაციენტმა და 500-მდე უცხოელმა უნდა შეძლოს. აღსანიშნავია, რომ გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ, ღაზის სექტორმა მიიღო მორიგი ჰუმანიტარული დახმარებაც – საზღვარი 20-მა სატვირთო მანქანამ გადაკვეთა.

დღეს ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ პირველად, ღაზის სექტორის უცხოელი მოქალაქეებისთვის ე.წ. რაფაჰის ხაზი გაიხსნა. ცნობილია, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი კატარის შუამავლობით გახდა, რომელიც აშშ-სთან ერთად კოორდინაციაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს ისრაელთან, ჰამასსა და ეგვიპტესთან.

მსგავსი პოსტები

Back to top button