რას გეგმები აქვთ განათლების ახალ და ყოფილ მინისტრებს

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უწყებაში საკადრო ცვლილებებს არ აპირებს. როგორც ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე საკადრო ცვლილებების საფუძველი არ არის.

„დროთა განმავლობაში, ისევე, როგორც ნებისმიერ ორგანიზაციას, ჩვენც გვინდა შემოგვიერთდეს საუკეთესო ხალხი, თუმცა არსებულ გუნდზეც მხოლოდ უმაღლესი შეფასება მაქვს“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

განათლების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე ამ დროისთვის არ საუბრობს, თუ სად გააგრძელებს საქმიანობას. როგორც სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა მიმდინარეობს ახალი მინისტრისთვის გადაბარების პროცესი და მის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია ამ პროცესის დასრულების შემდეგ ექნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button