“რას გვახვეწნინებენ ამ ნატო-ში შესვლას?!” [Audio]
რას გვახვეწნინებენ ამ ნატო-ში შესვლას?! – აღნიშნული განცხადებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე უმრავლესობის წევრი დეპუტატი გოგი ქავთარაძე გამოვიდა. ქავთარაძის თქმით, ადამიანის მსგავსად, ქვეყანასაც აქვს თავმოყვარეობა.
“კოლეგებო, შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ და გამკიცხოთ კიდეც, მაგრამ მე მაინც მინდა ასეთი განცხადება გავაკეთო – რას გვახვეწნინებ ამ ნატო-ში შესვლას?! დავიჯერო, ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან ზოგი უფრო მეტად იმსახურებს წევრობას, ვიდრე ჩვენ?! შეხედეთ, როგორ იბრძვიან ჩვენი ბიჭები ნატო-ს ჯარისკაცების მხარდამხარ. თუ გვიფიქრია იმაზე, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ჩუმ-ჩუმად ქირქილობენ, როცა ვიხვეწებით ნატო-ში გაწევრიანებაზე და ისინი არ გვიღებენ. როგორც ამბობენ, ადამიანის მსგავსად ქვეყანასაც აქვს თავმოყვარეობა. ეს უნდა გავხსოვდეს. იქნებ ჩვენი გზავნილი ნატოში მივაწოდოთ ჩვენს მეგობრებს და გავაგებინოთ ის, რასაც ვამბობ”, – განაცხადა სესიაზე ქავთარაძემ.
გოგი ქავთარაძის ხმა