“რას ფიქრობთ აღმაშენებლის ძეგლის თავის ადგილას დაბრუნებაზე?”
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ ლადო კახაძეს მიაჩნია, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი ძველ ადგილზე უნდა დაბრუნდეს.
ლადო კახაძე დაინტერესდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მოსაზრებით ამასთან დაკავშირებით.
“ჩემი კითხვის ავტორები არიან დიდი მეცნიერები, ღვაწლმოსილი ადამიანები, მეცნიერებათა აკადემია და მოსახლეობა: რას ფიქრობთ თქვენ, დავით აღმაშენებლის ძეგლის თავის ადგილზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, რადგან ეს ღირსება იმ ადგილზე უნდა იდგეს, სადაც თავიდან იყო კარგად გამიზნული.” – განაცხადა ლადო კახაძემ.
მოისმინეთ ლადო კახაძის ხმა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ლადო კახაძის კითხვაზე, „რას ფიქრობს დავით აღმაშენებლის ძეგლის თავის ადგილზე დაბრუნებასთან დაკავშირებით“, აცხადებს, რომ ამ საკითხზე იმსჯელებენ.
„ეს ჩვენი მოქალაქეების [გადასაწყვეტი] საკითხია. აგერ [თბილისის] მერია და ვიმსჯელოთ და რაღაც გადაწყვეტილებას მივიღებთ, ალბათ.” – ასე უპასუხა გახარიამ ლადო კახაძის კითხვას.
შეგახსენებთ, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი თავდაპირველად, რესპუბლიკის მოედანზე იდგა. დედაქალაქის მერიამ მისი თბილისის შემოსასვლელში გადატანის გადაწყვეტილება 2005 წელს მიიღო.