მსოფლიოსიახლეებისპორტი

ნოვაკ ჯოკოვიჩს კორონავირუსი დაუდგინდა

სერბ ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩს, რომელიც კაცებს შორის მსოფლიოში ნომერ პირველი ჩოგანია, კორონავირუსი დაუდგიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.

ჯოკოვიჩს კორონავირუსი ხორვატიიდან სერბეთში დაბრუნების შემდეგ აღმოაჩნდა. ხორვატიაში, მისი ორგანიზებით, ჩოგბურთის ტურნირი ტარდებოდა, რომელში მონაწილე კიდევ 3 ჩოგბურთელსაც დაუდგინდა კორონავირუსი.

„დიდ ბოდიშს ვიხდი ინფიცირების შემთხვევისთვის. იმედი მაქვს, ეს არ გაართულებს ვინმეს ჯანმრთელობის მდგომარეობას და ყველაფერი კარგად იქნება. ბელგრადში ჩასვლისას, ტესტირება ჩავიტარეთ. ჩემი შედეგიც პოზიტიურია, ისევე როგორც ელენასი. ჩვენი ოთხი შვილის შედეგი კი, ნეგატიურია.” — განაცხადა ჯოკოვიჩმა.

„ყველაფერი, რაც წინა თვეს გავაკეთეთ, გავაკეთეთ სუფთა და გულწრფელი განზრახვით. ჩვენი ტურნირის მიზანი იყო ერთიანობა და სოლიდარობისა და თანაგრძნობის გზავნილის გაგზავნა რეგიონში. ტურნირის ორგანიზება მაშინ გადავწყვიტეთ, როცა ვირუსი დასუსტდა, რადგანაც გვეგონა, რომ მისი ჩატარების პირობები დაკმაყოფილებული იყო. სამწუხაროდ, ვირუსი კვლავ აქაა და ესაა ახალი რეალობა, რომელთანაც ცხოვრება უნდა ვისწავლოთ.” — ამბობს იგი.

მსგავსი პოსტები

Back to top button