მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რასაც კრემლი ჩადის, არის ბარბაროსობა-კასიანოვი

რასაც კრემლი ჩადის, არის ბარბაროსობა. ამის დასტურია ის საზარელი დანაშაულები, რომელიც ხდება ბუჩაში, გოსტომელში, ირპენსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში – უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ აგრესიისა და სამხედრო დანაშაულის 4820 ფაქტი დააფიქსირა, რუსეთი ცდილობდა თავად მოეწვია გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, მაგრამ ის გაუშვეს იმ მიმართულებით, სადაც უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები რუსულ გემებს უშვებენ,

კასიანოვმა მადლობა გადაუხადა საქართველოს, რომელმაც, მისი შეფასებით, არა მხოლოდ მხარი დაუჭირა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერებას, არამედ, ამ გადაწყვეტილების თანაავტორი გახდა- ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის საელჩოს დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა განუცხადა.

მისივე თქმით, რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს 167 ბავშვი, დაჭრეს 297 ადამიანი, 484 კი დაზარალდა.

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვის ხმა

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი ამბობს, რომ ბუჩაში მომხდარი ტრაგედიის საკუთარი თვალით სანახავად პარლამენტარები მიიწვიეს. როგორც მან საელჩოში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მოწვევა გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსაც.

“უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ, ბატონმა [რუსლან] სტეფანჩუკმა მიმართა ყველა პარლამენტარს ჩამოვიდნენ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახონ ეს დანაშაული. შესაბამისი მოწვევა მიიღო ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა”, – თქვა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ შალვა პაპუაშვილის სახელზე მსგავსი შინაარსის ოფიციალური მიმართვა არ შესულა.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. ამ დროის შემდეგ იბომბებოდა არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ სამშობიაროები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებიც. ქალაქ ბუჩიდან რუსული სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ უკრაინულმა მხარემ აღმოაჩინა 10-ობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. ამ ომში 150-ზე მეტი ბავშვია მოკლული.

უკრაინა აცხადებს, რომ ამ ომის დროს რუსულმა არმიამ ბუჩას მშვიდობიანი მოსახლეობა მასობრივად დახოცა. უკრაინულმა მხარემ ქალაქში კონტროლის აღდგენის შემდეგ ასეულობით მოკლული ადამიანი აღმოაჩინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button