მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

რატი ბრეგაძე იუსტიციის ლაშა ხუციშვილი კი ფინანსთა მინისტრად დაინიშნა

პრემიერის გადაწყვეტილებით, იუსტიციის მინისტრად რატი ბრეგაძე, ფინანსთა მინისტრად კი ლაშა ხუციშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
იუსტიციის ახლადდანიშნული მინისტრი, რატი ბრეგაძე წარდგენამდე იკავებდა თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას.

2017-2019 წლებში იგი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2015-2016 წლებში კი განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა.

ლაშა ხუციშილი 2014 წლიდან – დღემდე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო. 2013 – 2014 წლებში მას შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა მათ წინამორბედებსა და ორივე მათგანს წარმატებები უსურვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button