მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო
რატომ არ აქვთ სოფელ დავითიანში განცდა, რომ სახელმწიფოში ცხოვრობენ [ფოტო/აუდიო]

დავითიანი – სოფელი, სადაც სახელმწიფოში ცხოვრების განცდა არ აქვთ.
ლაგოდეხიდან დაახლოებით 12 კილომეტრში და ცენტრალური ავტომაგისტრალიდან დაახლოებით 5 კილომეტრში მდებარე სოფელში 300-მდე ადამიანი ცხოვრობს.
მოსახლეობა ელემენტარული პირობების შექმნას ითხოვს – ნორმალურ გზას, ბუნებრივ აირს, ბაგა-ბაღს და ხელმისაწვდომ პირველად ჯანდაცვას.
წელს სოფელში მხოლოდ ბუნებრივი აირის ჩართვა იგეგმება. სხვა პროექტებზე მერია ამბობს, რომ ფული არ აქვს.
“ვიდრე დეცენტრალიზაცია არ მოხდება, სოფლებში არსებული პრობლმები კიდევ დიდი ხანი ვერ მოგვარდებოა”, – ასე ფიქრობენ სპეციალისტები.
ვრცლად მოუსმინეთ გიორგი ალადაშვილის რეპორტაჟს ►