კრიმინალიმნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

რატომ არ ჩაერთვება FBI ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, FBI-ს კომპეტენცია არ არის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩაერთოს.

„კიდევ ერთხელ მივუსამძიმრებ ოჯახს. ძალიან ვწუხვარ, ეს უდიდესი ტრაგედიაა, განსაკუთრებით მშობლებისთვის, რომლებიც შვილს კარგავენ. ვხვდები, თუ რაოდენ დიდ ტკივილს განიცდის ოჯახი შვილის დაკარგვასთან დაკავშირებით. ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ FBI ეს არის სამართალდამცავი ორგანიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში და მათი იურისდიქცია ვრცელდება ამერიკის შეერთებულ შტატებზე. რაც შეეხება სხვა ქვეყნებში მათ მონაწილეობას, ეს ხდება მაშინ, როდესაც ამერიკის მოქალაქე არის საკითხში ან ამერიკული ინტრესი არის საკითხში წარმოდგენილი. სხვა მხრივ, მათი იურისდიქცია ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ არის ძალიან შეზღუდული და მათი კომპეტენცია არ არის ჩაერთონ“, – განაცხადა კელი დეგნანმა

მსგავსი პოსტები

Back to top button