ანალიტიკამნიშვნელოვანისიახლეები

რატომ აჭიანურებს ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებას

რას ედავებიან მესამე პრეზიდენტს?

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე ამბავს ედავებიან:

“სანდრო გირგვლიანის საქმე”, “ვალერი გელაშვილის ცემის საქმე”, “საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის” (მათ შორის პიჯაკების) საქმე, “მომიტინგეთა დარბევა და იმედში შეჭრის საქმე” ასევე “საზღვრის უკანონო კვეთის საქმე”

2018 წელს, მიხეილ სააკაშვილს 3 წლიანი პატიმრობა მიესაჯა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით – „სანდრო გირგვლიანის საქმის“ ფარგლებში დაკავებული პირების შეწყალებისთვის.

2018 წელს, მას 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პარლამენტის ყოფილ წევრზე, „ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმის“ ფარგლებში. იმავე წელს განაჩენი ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ.

2014 წლიდან კი მიხეილ სააკაშვილს ბრალი ასევე წარდგენილი აქვს საბიუჯეტო თანხის გაფლანგვისა (მათ შორის – ე.წ. პიჯაკების საქმე) და 2007 წლის 7 ნოემბერს „მომიტინგეთა მასობრივი დარბევისა“ და „ხელში ჩაგდების“ მიზნით „ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეებთან“ დაკავშირებით.

საქართველოში ჩამოსვლისა და დაკავების შემდეგ, ამას ასევე დაემატა მესამე საქმეც – საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრლდებით.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საკითხი არა პრეზიდენტის, არამედ სასამართლოს გადასაწყვეტი საკითხია.

როგორც კონსტიტუციის 52-ე მუხლის, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლისა და შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ პრეზიდენტის 556-ე ბრძანებულების შესაბამისად ვიგებთ, შეწყალება საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ის მხოლოდ მსჯავრდებულებზე ვრცელდება; ანუ პირებზე, რომლებსაც უკვე გამოტანილი აქვთ განაჩენი. სააკაშვილს კი ჯერ განაჩეი გამოტანილი არ აქვს, სავარაუდოდ სწორედ ამიტომაც იკავებს სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილზე შეწყალების ბერკეტის გამოყენებას.

შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 556-ე ბრძანებულებაში, რომელიც სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადაშია გამოცემული, წერია, რომ შეწყალების დროს – „საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაში, როგორც წესი, მითითებული უნდა იყოს შეწყალებული პირის ბიოგრაფიული მონაცემები, სასამართლო განაჩენი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლის საფუძველზეც ეს პირი იქნა მსჯავრდებული, შეწყალების ღონისძიების სახე“.

აი რა წერია საკანონმდებლო მაცნეში:

“სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად: შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. შეწყალების აქტი ეფუძნება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილ წესს.
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 2019 წელს შეცვალა, ითვალისწინებს მთელ რიგ შეზღუდვებს და მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტს არ წარედგინება იმ მსჯავრდებულის შეწყალების საქმე, “რომელიც მსჯავრდებულია ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენისათვის და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ნახევარი”; თუმცა იქვე მითითებულია, რომ: „საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია შეწყალების თხოვნის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე და/ან ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე“.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button