მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ინტერვენციას ზურაბიშვილი ტვიტერით ეხმაურება

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს საქართველოდან ეხმაურებიან

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაზე კითხვებს არ უპასუხა.

უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ინტერვენციას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერით ეხმაურება:

“უკრაინაში რუსული აგრესიით შოკირებულია ქართველი ერი. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მოვუწოდებთ შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები #SlavaUkraini” წერს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პარლამენტის წევრი ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის”, სალომე სამადაშვილი ითხოვს პარლამენტის საგანგებო სხდომა ჩაინიშნოს. მისი თქმით, უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ აუცილებელია, ხელისუფლება და ოპოზიცია ერთიანი იყოს და მთავრობამ მათ გაუზიაროს ქვეყნის თავდაცვისა და ეკონომიკური უსაფრთხოების ხედვები.

“ჩვენი მოთხოვნაა და ვაგროვებთ ხელმოწერებს, რომ დღესვე მოწვეული იქნას პარლამენტში საგანგებო სხდომა. იქ უნდა გამოცხადდეს მთავრობის კაბინეტის მთელი შემადგენლობა და ჩვენ მოვისმინოთ, რა გეგმა არსებობს ჩვენი თავდაცვის უსაფრთხოების და ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით. ახლა არის ერთიანობის დრო. თუკი ახლა ვერ მოვახდინეთ ჩვენს ქვეყანაში ხალხის და ერის კონსოლიდირება, ჩვენ შეიძლება მართლაც დავკარგოთ სახელმწიფო.

ყოველგვარი თავდასხმების გარეშე ჩვენ გვსურს მოვისმინოთ, რა გეგმა აქვს საქართველოს ხელისუფლებას, მაშინ, როცა 2008 წლის შემდეგ ასეთი გამოწვევის წინაშე ჩვენი სახელმწიფო არ მდგარა. დღეს არ არის პოლიტიკური გაყოფის დროს, დღეს არის ჩვენი ქვეყნის დაცვის დრო…” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა .

“სამწუხაროდ, უკრაინაში ომის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგას ქმედითი და მტკიცე ნაბიჯები რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი კონფლიქტის ესკალაციის შესაჩერებლად და საერთაშორისო ნორმების დაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ამ რთულ დროს უკრაინის გვერდით ვდგავართ”, – წერს პაპუაშვილი ტვიტერზე.
24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია “დაიცვას ადამიანები”, რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან “გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან”. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობა”.
რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 05:00 საათიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს არტილერიის და მძიმე ტექნიკის გამოყენებით შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ტერიტორიიდან.
ცივილიზებულმა სამყარომ დაუყოვნებლივ უნდა უპასუხოს ამ ბოროტებას. ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„ცივილიზებულმა სამყარომ დაუყოვნებლივ უნდა უპასუხოს ამ ბოროტებას. ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით. დიდება უკრაინას!“, – წერს კახა კუჭავა.

ამ ეტაპამდე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ხელისუფლების წარმომადგენლებიდან მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა.

უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელინსკის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button