მნიშვნელოვანისაქართველო

რატომ იჩქარა ხელისუფლებამ სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსრულება რუსთავი 2-ის საქმეზე

რატომ იჩქარა ხელისუფლებამ სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსრულება – “რუსთავი 2-ის” საქმე კვლავაც პოლიტიკური შეფასებების საგანია. ოპოზიციის აზრით, აშკარაა ხელისუფლების და ივანიშვილის ინტერესი, შეცვალოს და გააკონტროლოს ყველაზე მსხვილი მედიასაშუალების დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუნდაც ის ფაქტი, რომ ხელისუფლება არ დაელოდა სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას და კომპანია ქიბარ ხალვაშს გაუფორმა, ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილის გუნდი ჩქარობს რაც შეიძლება მალე შეცვალოს რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა. კოლეგების მსგავსად „ევროპული საქართველოც“ მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ იჩქარა, როდესაც არ დაელოდა გასაჩივრების ვადებს. ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ამის მიზეზი ბიძინა ივანიშვილის სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე, შეცვალოს არხის სარედაქციო პოლიტიკა. რის საფუძველზე გადაუფორმა საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშს “რუსთავი 2”, ეს არის შეკითხვა, რომელიც „შენების მოძრაობის“ ლიდერს აქვს. დავით უსუფაშვილი ინტერესდება თუ რა დოკუმენტის სანაცვლოდ მიიღო უწყებამ შესაბამისი გადაწყვეტილება. დღეს ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მან მიიღო სტრასბურგის გადაწყვეტილების ელექტრონული ვერსია, სადაც ღიად არის ნათქვამი, რომ გადაწყვეტილება ძალაში შევა მას შემდეგ და იმ შემთხვევში თუ19 ოქტომბრამდე მხარეები მას არ გაასაჩივრებდნენ.

სალომე სამადაშვილის,ირმა ნადირაშვილის და დავით უსუფაშვილის ხმა

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, პაატა სალია განმარტებებს აკეთებს. საქმე ეხება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანდართულ განმარტებაში წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოო არაა და ის ძალაში შევა, თუ 19 ოქტომბრამდე დიდ პალატაში არ გასაჩივრდება. პაატა სალიას თქმით, იუსტიციის სახლს, არანაირი საფუძველი არ ჰქონია იმისათვის, რომ არ აღესრულებინა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება. სალია ამბობს, რომ განცხადებები, თითქოს იუსტიციის სამინისტროს სამი თვის ვადაში არ შეეძლო აღესრულებინა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, სპეკულაციურია.

მოუსმინეთ პაატა სალიას ხმას ბრიფინგიდან

მსგავსი პოსტები

Back to top button