მნიშვნელოვანისაქართველო

საპროტესტო აქცია პარლამენტთან

შრომითი უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების მოთხოვნით, თბილისში, პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციები საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებენ, დროულად მიიღოს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონპროექტი.

როგორც აქციის ორგანიზატორმა, ლაშა მესხმა განაცხადა, სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილი და დაშავებული ადამიანები ხელისუფლების უგუნურ პოლიტიკას ეწირებიან.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში, სამუშაო ადგილებზე 500-მდე ადამიანი გარდაიცვალა, 800-მდე კი, დაშავდა.

მხოლოდ ამ კვირის განმავლობაში კი სამუშაო ადგილებზე ორი ადამიანი გარდაიცვალა, სამი დაშავდა, ერთმა კი თავი მოიკლა, ვინაიდან ანაზღაურება არ ჰქონდა აღებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button