მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

„რატომ უნდა ვაძლევდეთ საქართველოს მთავრობას შეგრძნებას, რომ საქმე ჩვეულ რეჟიმში გრძელდება,,-ევროპარლამენტარი

„რატომ უნდა ვაძლევდეთ საქართველოს მთავრობას შეგრძნებას, რომ საქმე ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, რატომ იმეორებს ევროკავშირი შეცდომებს და სიმამაცეს მატებს ავტოკრატებს? – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერის“ პირად გვერდზე, საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის ირაკლი კობახიძესთან და კახა კალაძესთან ერთად 11 მაისს გადაღებულ ფოტოებს.

როგორც ვიოლა ფონ კრამონი წერს „ამას არსად მივყავართ!“

„რატომ უნდა ვაძლევდეთ საქართველოს მთავრობას შეგრძნებას, რომ საქმე ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, რატომ იმეორებს ევროკავშირი შეცდომებს და სიმამაცეს მატებს ავტოკრატებს? რისთვის არის ეს სურათები? ნდობის აწყობის ზომებისთვის საქართველოში ანტი-დემოკრატიული ძალებისთვის? ამას არსად არ მივყავართ!” – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, მმართველ პარტიას ქვეყანაში ამერიკული, ევროპული და რუსული გავლენის შემცირება სურს.

„შენი მოკავშირეების გაიგივება მათთან, ვინც საქართველოს 20%-ის ოკუპაციას ახდენს, ყველაფერს ამბობს „ქართულ ოცნებასა“ და რუსულ კანონზე, რაც საჭიროა იცოდე, – წერს ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „ყველა უცხოური სახელმწიფოს გავლენის შემცირება არის მნიშვნელოვანი“.

„ხომ შეიძლება ერთი ვიღაცა დალოცვილი გამოჩნდეს და თქვას ერთი არგუმენტი მაინც, რატომ არის აღნიშნული გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ცუდი, მაგრამ ბუნებაში არ არსებობს ასეთი არგუმენტი. ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები. ჩვენ რამე ხომ არ მოგვიგონებია კაცო! პირდაპირ გამოვედით და ვთქვით: აღნიშნულ კანონპროექტს ვიღებთ იმისთვის, რომ უცხოური გავლენა ჩვენს ქვეყანაზე შევამციროთ, ამაში შედის: დასავლეთიც, ამერიკაც, რუსეთიც. ყველა უცხოური სახელმწიფოს გავლენის შემცირება არის მნიშვნელოვანი. ჩვენი სუვერენიტეტი უნდა გაძლიერდეს, ჩვენი სახელმწიფოებრიობა უნდა გაძლიერდეს, ამას ღიად და გამჭვირვალედ ვამბობთ, არაფერი დასამალი არა გვაქვს“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button